„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი კვლევა, ამჯერად უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისა და საბჭოს ზოგი წევრის ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ. რამდენიმე დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში. აღნიშნულ შპს-ებთან ათეულობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაც გაფორმდა-ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შინაარსი.