"ბათუმი ფესტივალის" ფარგლებში ბულვარში ''გუფი ლენდის'' კონცერტი გაიმართა. ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ საღამოს ტარდება, პარალელურად კი ზღვისპირა პარკი მთელი დღის განმავლობაში დატვირთულია სხვადასხვა შოუ პროგრამითა და საბავშვო აქტივობით.