საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა დასავლეთში საჩვენებელი სწავლებით, ხოლო აღმოსავლეთში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
დასავლეთის სარდლობამ ამოცანაზე ორიენტირებული საინჟინრო წვრთნა „კოლხეთის ბარიკადი 2023“ ჩაატარა. „კოლხური ბარიკადი-2023” ორიენტირებული იყო საინჟინრო დაზვერვის, კონტრმობილურობის, მობილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის ოპერაციებზე. სწავლების განმავლობაში განხორციელდა დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულების ოცეულების ტაქტიკური ჯგუფების ერთობლივი მოქმედებები და სინქრონიზება.
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა და დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადასცა.