გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზეა

21 ივლისი 2023, 19:56 683 ნახვა

კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრაში გორში „დილამ“ „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. სლოვაკეთში გორელებმა 1:2 წააგეს და მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. 33 წუთზე ტიერი გეილი თორნიკე ძოწენიძის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გორის „დილა“ დაწინაურდა და პირველი ტაიმიც მოიგეს. 85-ე წუთზე გორის „დილას“ კაპიტანმა ალეფ სანტოსმა საჯარიმოს სიახლოვიდან უძლიერესი დარტყმით გორელების უპირატესობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც 2:0 დასრულდა. გორის დილა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, იქ კი, პოლტავის ვორსკლას შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში