არტ შოუ - ფესტივალი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელს გააერთიანებს. ღონისძიებები მოიცავს ოპერას, თეატრალიზებულ წარმოდგენას, ასევე ხელოვანი ადამიანების შესახებ წიგნის პრეზენტაციას, სოპრანოს მარიამ ფირცხალაიშვილის მასტერკლასს ვოკალისტებისთვის და კლასიკური მუსიკის გალა კონცერტს . ღონისძიებები 23 ივლისს გაიხსნება და დასკვნითი კონცერტი 28 ივლისს გაიმართება. ფესტივალი ბათუმის მერიის ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულის მუსიკალური გაერთიანება " ქართული ლირიკის" პროექტია.