სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, სხვები კი საგვარეულო სასაფლაოებზე.
იდენტიფიცირებული პირების გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მოხერხდა.