დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 პირი სამინისტროს სასამართლოში უჩივის

20 ივლისი 2023, 14:08 635 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნები“ დირექტორთა სერტიფიცირების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. 

ორგანიზაციას  27-მა დირექტორმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ  სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება პროცედურული დარღვევები, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე.   

„სამართლიანი არჩევნებში” ამბობენ, რომ  საჯარო სკოლების დირექტორთა გათავისუფლება-არჩევის პროცესების დროს პოლიტიზების სერიოზული პრობლემები გამოვლინდა. მიაჩნიათ რომ  კონკურსში კანდიდატები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ფასდებიან და არა მათი კვალიფიკაციის, მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი