1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი

20 ივლისი 2023, 10:20 581 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ოთხი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.დღეს სამოქალაქო პანაშვიდია, 15 საათზე კი დაკრძალვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი