ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გალერეა იკიგაიში ფერწერული ტილოების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა დაიწყო. გამოფენა ბათუმელი რეჟისორის, ჩვენი კოლეგის გიორგი გოგიბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტარდება. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხები მას გადაეცემა. გამოფენაში ამ დროისთვის ბათუმელი მხატვრები მონაწილეობენ.