სამების საკათედრო ტაძარში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.