საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება

19 ივლისი 2023, 11:20 431 ნახვა

სამხედრო პოლიციის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ორკვირიან სწავლებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი ქვეყნებიდან ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ეკიპაჟების მიერ მნიშვნელოვანი პერსონის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის, საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა.

წვრთნების მიზანი ნატოს სამხედრო პოლიციის ბატალიონთან სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში