საქართველოს შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე განცხადებები ვილნიუსის სამიტზეც გაკეთდა.რაც შეეხება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხს, პეტერ ფიშერის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე შესრულებულია, თუმცა ზოგი მეტ პროგრესს საჭიროებს.