ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის 2 მატჩი გაიმართა. სევილიამ ინგლისის ჩემპიონს ლესტერს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. სევილიელთა მხრიდან თავი გამოიჩინეს სარაბიამ და კორეამ, 25-ე და 62-ე წუთზე, ხოლო ლესტერის მხრიდან ჯეიმი ვარდიმ გაიტანა 73-ე წუთზე.
პორტუმ კი საკუთარ მოედანზე ტურინის იუვენტუსთან დამარცხდა 0-2. თამაშის 27 წუთზე პორტუს მცველმა ტელესმა, უხეში თამაშისათვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და პორტუგალიელებმა10 ფეხბურთელით განაგრძეს თამაში, რის შემდეგაც ტურინელების უპირატესობა გამოიკვეთა. მეორე ტაიმში იუვენტუსმა 2 წუთში ორი გოლი გაუტანა, 72-ე წუთზე პიაცამ და 74-ზე დანი ალვეშმა.