საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა

17 ივლისი 2023, 20:32 591 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის U20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლო მატჩი გამართა და ლატვიასთან 93:99 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან, ბაქარ ბერეკაშვილმა და გიორგი სულაბერიძემ 15-15 ქულა დააგროვეს, სერგი ნინუამ ლატვიას 14 ქულა ჩაუგდო. გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო. ამრიგად  საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი 3 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში