წინანდალში, ოპოზიციონერი ლიდერებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების, ვიზიტი მმართველ გუნდსა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის განხილვისა და ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი საფუძველი ხდება.
პოლიტიკურმა პარტიებმა ექსპერტებთან და ბიზნესმენებთან ერთად კახეთში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გაასაჯაროვეს.
წინანდალში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდი ბაკურიანში გამართულ აუდიენციას უკავშირებს, არ გამორიცხავენ, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებით დაინტერესდეს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ პარტია საქართველოსთვის ლიდერები, ამბობენ რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობა მათთვის წითელი ხაზია.