ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა. წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადების 95-ე წელს და ოზურგეთის თეატრის დაარსების 155-ე წლისთავს მიეძღვნა.
10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელმა ნახა უცხოეთის 7 თეატრის 8 და ქართული თეატრის 18 წარმოდგენა.
ფესტივალში მონაწილეობისთვის უკრაინიდან წელსაც ჩამოვიდა ხერსონის აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი. ფესტივალის სტუმრები ასევე იყვნენ თეატრალური დასები სხვადასხვა ქვეყნიდან.