სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე მეორე დღეა სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. დატბორილია გვირაბები, საიდანაც მაშველებს გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები ამოჰყავთ.
შსს-ს განცხადებით, დაკარგულად ითვლება ათეულობით პირი. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში წყალდიდობა, რამდენიმე დღიანმა ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია.