ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდნენ.
თითქმის 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანის ოფისის ინფორმაციით, განიხილეს საკითხები, რომლებიც მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონოდ ბლოკირების შედეგად გაღრმავებულ კრიზისს ეხება. ასევე განიხილეს, სატრანსპორტო და ეკონომიკური საკითხებიც.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღნიშნა რომ რუსეთი და სომხეთი არ ასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის ანკლავში.
ევროკავშირმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობისა და მკაცრი რიტორიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.