ქობულეთის ცენტრალურ პარკში ზაფხულის ფესტივალი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარსდგნენ. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნა, მანამდე კი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა ბავშვებისთვის.
მუსიკალური საღამოზე „ელანძე“ ნაცნობი რეპერტუარით წარსდგა, დასკვნით ნაწილში კი სცენა მგზავრებმა დაიკავეს. ფესტივალი ფოიერვერკით დასრულდა.
ზაფხულის ფესტივალი ბათუმსა და ქობულეთში აჭარის ტურიზმის ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანი ტურიზმის პოპულარიზაციაა.