მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სკანდალს ''ქართული ოცნება'' ეხმაურება და მომხდარ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.
მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ევროპარლამენტარების მოწოდებასაც პასუხობს და მათგან ბოდიშის მოხდას ელოდება.
პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის კლინიკიდან მალულად გატანის მცდელობაზე კანონდარღვევას ვერ ხედავენ ოპოზიციაში, თუმცა ამბობენ, რომ ფაქტი უცნაური იყო.