„ვაგნერის“ მებრძოლებს ბელარუსელი სამხედროები წვრთნიან - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნები მინსკიდან 90კმ-ის მოშორებით, ოსიპივიჩის დასახლებასთან მიმდინარეობს.
ომის შემსწავლელ ინსტიტუტში კი აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს კერძო სამხედრო კომპანიის, როგორც საბრძოლო ძალის შენარჩუნება სურს, თუმცა ევგენი პრიგოჟინის გარეშე, რაც 29 ივნისს დაადასტურა პუტინმა, როდესაც პრიგოჟინსა და მეთაურებს შეხვდა და მათ სამსახურის გაგრძელება უკვე სხვა მეთაურის ხელმძღვანელობით შესთავაზა.
რუსეთის პრეზიდენტი „ვაგნერელებს“ ანდრეი ტროშევს სთავაზობს.