სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად სამხრეთ კორეაში. ევაკუირებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
რამდენიმე დღიან კოკისპირულ წვიმას მეწყერი და კაშხლის ადიდება მოჰყვა.
უცხოური მედიის ცნობით 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასევე არიან დაშავებულები.
ლიანდაგების დატბორვისა და კლდეების ჩამოშლის საფრთხის გამო, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.