რამდენიმე წუთის წინ, ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი დაკარგული მონადირე ჯემალ მორჩილაძეა, ცხედარი ოჯახმა ამოიცნო. ის სახლიდან დაახლოებით ერთი თვის წინ სანადიროდ წავიდა და მას შემდეგ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის იყო ჩართული.