რეჟისორ კახა ბაკურაძის სპექტაკლი ,,ფაუსტი,’’ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში იხილა მაყურებელმა . სპექტაკლში გამოყენებული იყო მიმოდრამის, ბუტოს სტილისა და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა. ენა - კი იყო არავერბალური. მოძრაობის თეატრმა საგასტროლო ტურნე დასავლეთში, გურიასა და აჭარაში 13 ივლისს დაიწყო.
მოძრაობის თეატრის საგასტროლო ტურნე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ფარგლებში სახელწოდებით - ,,დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ფარგლებში მოეწყო.
სპექტაკლი ,,ფაუსტი” წარმოდგენილი იქნება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზეც. მოძრაობის თეატრი ეწვევა ხულოსაც.