პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი დასრულდა. ბათუმის სკოლებში გვეუბნებიან, რომ ლიმიტი გაზარდეს და კლასები დაამატეს, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო მათ ნაწილში განცხადებების სრულად დაკმაყოფილება მაინც ვერ შეძლეს.
მეოთხე ეტაპზე სკოლებს ძირითადად იმ მშობლებმა მიმართეს, ვინც საყოველთაო რეგისტრაციის დროს სასურველ სკოლაში შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, რადგან ადგილები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სრულად შეივსო.
ლიმიტის გაზრდის და კლასების დამატების გამო სკოლების ნაწილი პედაგოგთა ვაკანსიებიც გამოცხადდება.