ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დასი 14 დღიანი გასტროლით პოლონეთსა და ლიტვაში მიდის. „სინდრომი ვისუგალობ ვისა რა“ და „რამდენი დემონიც გნებავთ“- თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით წარსდგება. დასი გასტროლზე ხვალ მიემგზავრება, ეს თეატრისთვის პირველი მასშტაბური გასტროლია.