ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა. ქართველმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია - „შეტევა საბრძოლო სროლებით“ განახორციელეს. ამოცანის შესრულების დროს საქართველოში წარმოებული, „დელტაში“ აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გამოიყენეს. ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და მისი მიზანი ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.