2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთანაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 100%-ით გაუთანაბრდა - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ ნახევარ მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მონაცემებს.
განხორციელდა 8 500-ზე მეტი რეისი.