NATO-ს სამიტი ვილნიუსში

12 ივლისი 2023, 12:02 620 ნახვა

"ვილნიუსის სამიტი ცალსახად იქნება ძლიერი იმპულსი ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე და საქართველო გააგრძელებს პროგრესირებად ინტეგრაციას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით," - ეს განცხადება ვილნიუსში ნატოს სამიტზე მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რაც დამატებით იმპულსია  ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. მისივე თქმით, სამიტის დეკლარაციაში მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა და ჩვენი ქვეყნის  წვლილი  გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი