გამოძიება თანხის მითვისების ფაქტზე

22 თებერვალი 2017, 00:00 2295 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შპს “ჰიგიენა 2009”-ის დირექტორი მიმალვაშია. ინფორმაციას სამინისტროში ადასტურებენ. მას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს. რომელსაც ინფორმაცია აჭარის ფინანსთა მინისტრმა მიაწოდა. ჩვენი ინფორმაციით საუბარია სავარაუდოდ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე. “ჰიგიენა 2009”-ა ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მოწყობას გეგმავდა, აღნიშნული პროექტის თანხა მოსახლეობის კომპენსაციასაც ითვალისწინებდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი