ქობულეთში ბაზრის ტერიტორია დაიტბორა

11 ივლისი 2023, 11:59 770 ნახვა

რთული ვითარებაა ქობულეთში, სადაც პირველადი ინფორმაციით, 5 სოფლის მიმართულებით მეწყრული პროცესები განვითარდა.    

აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს ადგილზე და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.8 ერთეული ტექნიკაა ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში. ძლიერმა წვიმამ ისევ დატბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია.  მოვაჭრეებს გასაყიდი ნივთები დაუსველდათ.

ამბობენ, რომ ზარალი დიდია და გამოთქვამენ უკმაყოფილებასაც, იმის გამო, რომ ვერ მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რადგან ძლიერი წვიმის დროს როგორც ამბობენ, მუდმივად დიდდება  მდინარე აჭყვა და ტბორავს ბაზარს.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი