უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმში - მე-18 ბაღთან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია 5 ავტომობილი. წაქცეულია ელექტრობოძიც, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.