საქართველოსა და გერმანიას პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე - გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი

10 ივლისი 2023, 19:00 772 ნახვა

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.

„ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „ჯიაიზეტთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზი მოინახულოს.

„რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი