ენმ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

22 თებერვალი 2017, 00:00 2501 ნახვა

ხულოს  გამგეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით გამგეობის 115 საშტატო ერთეულიდან 8 ერთეული შტატი ვაკანტურია. ვაკანტურ პოზიციაზე გამოყოფილ თანხებს გამგეობა პრემიებში ანაწილებს. ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ხულოს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით 8 ვაკანსიიდან წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა, რაც შეეხება ვაკანტური პოზიციებიდან გამოთავისუფლებულ თანხებს - ბაუჩაძის მტკიცებით პრემიების ნაცვლად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. ხულოს გამგეობაში ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადება მომდევნო კვირიდან იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი