ბათუმში მდებარე ოთხი ისტორიული სახლი ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. აჭარის კულტურული მემკვიდროების სააგნეტოს ინფორმაციით 250 ათასი ლარი იხარჯება რუსთაველის #7-ში, #31-ში, თვდადებულის ქუჩის #10-ში და 26 მაისის ქუჩის #37 ნომრებში მდებარე ავარიული სახლების საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად.
სააგენტოში განამრატვენ, რომ სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე ამხანაგობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ავარიული სახლების რეაბილიტაციის პარალელურად შენობაში მცხოვრებ ოჯახებს მერია დროებით ქირით გაიყვანს.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს აჭარაში 250-მდე ძეგლი ატარებს, აქ შედის, როგორც ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე არაურბანული სახეობის ძეგლები.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს.