გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეების როტაცია დასრულდა. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო.
მოსწავლეებს სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა იარაღიდან სროლისა და ერთმანეთთან შეჯიბრის საშუალებაც მიეცათ.
ორშაბათიდან „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს.