14 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად. მათ შორის 6 ბავშვია. შემთხვევა პერნამბუკოს შტატში მოხდა. 4 სართულიანი შენობის ნგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში უხვი ნალექი იყო.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ამინდის გაუარესებას კვლავ ელოდებიან.