დაგეგმილი პრაიდ-ფესტივალი დღეს კონსერვატორული ჯგუფების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ჩაიშალა. ისინი ლისის ტბაზე გამოყოფილ ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ინვენტარი დაშალეს, ნაწილი კი დაისაკუთრეს.
დღეს პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. 2 წლის წინ მომხდარის თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად იცავდა ჟურნალისტებს და არც უშუალო დაპირისპირებას ჰქონია ადგილი, თუმცა შემთხვევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ჭრილში.
ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან არ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები მათ დასაცავად, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყოველგვარ ძალადობას გმობენ, მაგრამ პოლიციის პასიურობაზე გაკეთებულ აქცენტს არ ეთანხმებიან.