შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მეუფე შიოს საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი საპატრიარქოში გუშინ გაკეთდა. სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, – აცხადებდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, თუმცა მათ საკუთარი სურვილით საგამოძიებო უწყებაზე არ მიუმართავთ