საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყინულისა და დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების აჭარის რეგიონული სამსახურის უფროსი ამბობს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ მაგისტრალს ქობულეთიდან სარფის, ასევე ხელვაჩაურიდან ხულოს მიმართულებით. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ზიმო 7” ასრულებს.