წყლის პრობლემა ბუკნარში 

07 ივლისი 2023, 14:01 858 ნახვა

ბუკნარში ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვს.  ამ მოთხოვნებით მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა წლებია აწუხებთ,  სასმელი წყალი  საღამოს, მხოლოდ ერთი საათით მიეწოდებათ, დღის განმავლობაში კი წყალს წყაროდან ეზიდებიან.

პრობლემასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ ზაფხულში წყლის დებეტის შემცირების გამო  რიგ სოფელში წყლის მიწოდება ხორციელდება გრაფიკით.

რაც შეეხება ბუკნარს, აღნიშნულ დასახლებაში დამატებით ტექნიკური სახის საკითხი იყო გამოსასწორებელი, რაც შესაბამისი სამსახურის მიერ უკვე მოგვარდა და დასახლებას წყალი უკვე მიეწოდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში