საველე სწავლება

07 ივლისი 2023, 11:01 420 ნახვა

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა.  

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ორკვირიანი სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.

სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.

სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი