შეხვედრა ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტთან 

05 ივლისი 2023, 11:03 574 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მართლმსაჯულების ორგანოს - ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტს ბოშტიან შკრლეცს შეხვდა. 

მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე  ურთიერთანამშრომლობის გაძლიერება და სამომავლო გეგმები დასახეს.

ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ და კოორდინირებულ ბრძოლაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი