ავარიული სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს თამარის დასახლებაში. ამ ეტაპზე გამაგრებითი სამუშაოები უტარდება ძმები ნობელების ქუჩის 40 ნომერში მდებარე კორპუსს.
მრავალბინიან სახლში 35 ოჯახი ცხოვრობს. ამავე ქუჩაზე ორ სახლს უკვე შეუცვალეს სახურავი, რაზეც 200 ათას ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარეობს ასევე თამარის ციხის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
მერიის ინფორმაციით, აქ დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
ვიდეო მასალა და ინფორმაცია მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.