გურჯაანში ახალგაზრდა კაცმა ორი თანასოფლელი მოკლა

04 ივლისი 2023, 12:16 671 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა ორი მეზობელი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.

მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში