“ლელო” აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას ვანდალურს უწოდებს 

04 ივლისი 2023, 11:50 773 ნახვა

“ლელო”-ს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ეხმაურება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ვანდალურსა და უგუნურს უწოდებს. გენო თებიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ამ საკანონმდებლო ცვლილებით 2024 წლის არჩევნების გაუქმებას ანუ გაყალბებას გეგმავს.

ასევე ცდილობს  მედია გარემოს მიტაცებას და  ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით უფუნქციოდ დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭო, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ირჩევდა.

თებიძე უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუწოდებს დაიცვან ხალხისა და მაუწყებლის ინტერესები, მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებს კი, რომლებიც  სამართლებრივ დავას აპირებენ, მხარდაჭერას უცხადებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი