ეროვნული გამოცდები 2023 უკვე მეორე დღეა გრძელდება. აბიტურიენტები, ისევე როგორც გუშინ, დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს აბარებენ.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია პირველ სესიაზე დილის 8 საათზე დაიწყო. მეორე კი 14 საათზე.
წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი რეკორდულმა რაოდენობამ - 45 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.