ისრაელში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა აეროპორტის დაბლოკვა სცადეს

04 ივლისი 2023, 10:01 440 ნახვა

ისრაელის პოლიციამ ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტიდან  ხმაურიანი და ქაოსური ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები  ძალის გამოყენებით გააძევა. 

ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე ფრენების ტერმინალთან აქციის მონაწილეთა მიახლოების აღკვეთას ცდილობდა.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს  სასამართლო რეფორმას  აპროტესტებდნენ. მომიტინგეთა ნაწილი აეროპორტის დარბაზში შეიჭრა მეგაფონებით და სკანდირებდნენ "დემოკრატია!" დღეს დემონსტრანტებმა ხანმოკლე დროით  დაბლოკეს ისრაელის მთავარი საზღვაო პორტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში