4 ივლისი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეა

04 ივლისი 2023, 09:57 836 ნახვა

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ერთხმად მიიღო. 

ერთი წლით ადრე, დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა და მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთერთი ავტორი-დოკუმენტისა, რომელიც ყველა ადამიანის თანაბარ უფლებებზე საუბრობს ღვთის წინაშე-ერთ დროს მონათმფლობელი თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა.

ჯეფერსონი ამ დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც.

მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც-ამერიკის შეერთებუოლი შტატების მეორე პრეზიდენტი. ამ საკითხის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის შემდეგ მოხერხდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი