"საპარტნიორო ფონდი" ქვეყნის განვითარებისთვის -ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდის დაარსების დღიდან მის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები. პრეზენტაცია მოიცავდა ფონდის საინვესტიციო საქმიანობას ენერგეტიკის სექტორში, ტურიზმის მიმართულებით, წარმოების დარგში სოფლის მეურნეობის ახალი მიმართულებები და სტარტაპ საქართველოს საქმიანობა. ფონდი ასევე აქტიურად იყო ჩართული თანადაფინანსებით შექმნილი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობის მიმართულებით და ასევე რეგიონების საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევების თვალსაზრისით. საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაფუძნდა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სტრატეგიული აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობა. ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ- მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.